სერვისები
ფასადის პროექტირება
გამოცდილი, სერტიფიცირებული ინჟინრების გუნდი საშუალებას გვაძლევს ჩვენს დამკვეთებს შევთავაზოთ ფასადის საინჟინრო პროექტის მომზადება საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტების შესაბამისად. პროექტირება მოიცავს:
- მოსაპირკეთებელი მასალის შერჩევას, პირველად ბიუჯეტირებას და ტექნიკური გადაწყვეტების შეთანხმებას
- პროექტის შედგენას კლიმატური პირობების და გამოყენებული მოსაპირკეთებელი მასალის სპეციფიკაციის გათვალისწინებით
- პროექტის მიხედვით შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობას
ობიექტის მოცულობიდან გამომდინარე ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან რომელთაც 20 წლიანი გამოცდილება აქვთ ფასადის პროექტირებაში. შესაბამისად შეგვიძლია გავითვალისწინოთ ყველა დეტალი და გავუწიოთ მაქსიმალურად კვალიფიციური მომსახურება ჩვენს დამკვეთებს.
ფასადის მოსაპირკეთებელი მასალების მიწოდება
ჩვენს პორტფელში არსებული ბრენდები საშუალებას გვაძლევს ვიმუშაოთ ნებისმიერი ტიპის კომერციულ პროექტებზე – ეს იქნება კერძო სახლი, მრავალფუნქციური კომპლექსი, სასტუმრო, რესტორანი, კომერციული ცენტრი, ოფისი, სასწავლო თუ სამედიცინო დაწესებულება. ჩვენი პროდუქტები გამოცდილი და რეკომენდებულია საცხოვრებელი თუ კომერციული დანიშნულების ობიექტების მოსაპირკეთებლად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დაგროვილი საერთაშორისო გამოცდილება და პროდუქციის უმაღლესი ხარისხი საშუალებას გვაძლევს ჩვენს დამკვეთებს შევურჩიოთ და მივაწოდით მათ მოთხოვნებზე მორგებული ხარისხიანი პროდუქტი, რომელებიც აკმაყოფლებენ საერთაშორისო სტანდარტებს და უზურუნველყოფენ ფასადის ექსპლოატაციას მრავალი წლის მანძილზე.